The Year of the Everlasting Storm – დაუსრულებელი შტორმის წელიწადი

შვიდი სხვადასხვა რეჟისორის პანდემიის თემაზე შექმნილი მოკლე ჩანახატების ერთობლიობა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალმხრივი ნამუშევარია, რაც კოვიდ ჟამიანობის ამ ორი წლის მანძილზე ამ ზოგადსაკაცობრიო პრობლემის ირგვლივ შექმნილა. აქ ნახავთ პოეტურად აღწერილ ოჯახურ ყოველდღიურობას დოკუმენტურ სტილში, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში გაჩენილი დრამატული ბზარების აღმბეჭდ მხატვრულ ჩანახატს, ენიგმატურ სურათს მისტიკური სენტენციებით, პოლიტიკურ გამოძიებას მიყურადების დანაშულზე ზუმის ფორმატში, ანიმაციით გაფორმებულ ესსეს დანგრეული ოჯახის შეეთების სიმძიმეზე რთულ დროებაში, მიკროორგანიზმების გაუნელებელ სწრაფვას სიცოცხლისკენ, მილევად ადამიანურ გარემოში და ა.შ. მოკლედ, თუ ყველა ერთად არა, ერთ ჩანახატს მაინც აღმოაჩენთ ისეთს, რომელიც პანდემიის პერიოდში თავსდატეხილ სირთულეებზე, პირადად თქვენ ყველაზე ახლოს მოგხვდებათ გულთან და გონებასთან.

Don’t Look Up – მაღლა არ იყურო

პოლიტიკური სატირა თავის საუკეთესო ფორმით. ადამ მაკეი უკვე მესამე ფილმია („დიდი შემცირება“, „ვიცე“) იდეალურად ახდენს ამერიკული პოლიტიკური, მედია, შოუ ბიზნესის თუ კორპორაციული ესტაბლიშმენტის სრულად გაშიშვლებას, მის კარიკატურიზაციას და ენამოსწრებულ კრიტიკას. ფილმს ბრეხიანული რეფრენი გასდევს ლაითმოტივად, რომელსაც სიუჟეტის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, იდეალისტი მეცნიერი გოგონა, არაერთხელ კითხულობს, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსანი გენერალი, უფასო კრეკერებსა და ერთ ბოთლ წყალში ოც დოლარს გამოართმევს – „რაში ჭირდებოდა ამის გაკეთება?“ – პასუხისთვის მიგნება, დარწმუნებული ვარ არ გაგიჭირდებათ.

 

 

 

 

1 2 3 4 5