სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №574 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის/განთავსების ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

16:00, 01.02.2024

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 26 იანვრის #107 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებზე ტრანსლაციის/განთავსების ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU).

Download Document
1TVPLAY