სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება#574; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლაციის/განთავსების ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2024 წლის 26 იანვრის #107 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებზე ტრანსლაციის/განთავსების ექსკლუზიური უფლების შესყიდვის მიზნით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU).