სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №550 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამული პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-121 მუხლების (საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, თავი IX) თანახმად,
1. მიღებული იქნას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამულ პრიორიტეტებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი თანდართული სახით;
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამულ პრიორიტეტებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამულ პრიორიტეტებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი განთავსდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე.
4. ინფორმაცია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022-2025 წლების პროგრამულ პრიორიტეტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ (ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ) განთავსდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე.