სოციალური ღია სტუდია - სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
სოციალური ღია სტუდია - სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოგოძის განცხადებით, პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც გაიზარდა. დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა იმანაც განაპირობა, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიის პერიოდში სოციალური შემწეობა არ შეუწყვეტა იმ ბენეფიციარებსაც, რომლებიც დასაქმდნენ და შემოსავალი გაუჩნდათ.
გოგოძის განცხადებით, ბავშვებისათვის 50 ლარის ნაცვლად 100 ლარიანი დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ივლისიდან შევა ძალაში და შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც დაახლოებით 25 ათასით გაიზრდება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: