სოციალური ღია სტუდია - მაია ქურციკიძე: პანდემიის გამო დაუცველ ოჯახებს მეტი დახმარება სჭირდებათ
სოციალური ღია სტუდია - მაია ქურციკიძე: პანდემიის გამო დაუცველ ოჯახებს მეტი დახმარება სჭირდებათ

პირველ ივნისს აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. „სოციალური ღია სტუდიის“ პირველი სტუმარია საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლობის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე. სტუმარმა აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველ ივნისს განსაკუთრებული სირთულეებით შეხვდა იუნისეფის საქართველოს წარმომადგენლობა, რაც კოვიდ-19 ის პანდემიასთან არის დაკავშირებული. გართულდა იმ ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობა, რომლებთანაც თანამშრომლობს იუნისეფი. სტუმარმა მადლიერებით მოიხსენია საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი პროექტი „ტელესკოლა“, რომლის მეშვეობითაც იუნისეფის თანამშრომლებმა შეძლეს კომუნიკაციის დამყარება ბენეფიციარ ოჯახებთან, მშობლებთან და ბავშვებთან. სტუმარმა ისაუბრა აგრეთვე საქართველოს მთავრობასთან იუნისეფის წარმომადგენლობის თანამშრომლობის შესახებ და მოიწონა სამთავრობო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება და 25 ათასი ბავშვით გაიზრდება ბენეფიციარ ბავშვთა რაოდენობა. როგორც სტუმარმა აღნიშნა, პანდემიის შედეგად გაიზარდა სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა და მათი დახმარება როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: