ღია სტუდია - სახელმწიფო და ნარკოპოლიტიკა
ღია სტუდია - სახელმწიფო და ნარკოპოლიტიკა

„სამწუხაროდ, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, კვლავ გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს“ – ასე აფასებს ექიმი ნარკოლოგი, „ალტერნატივა-ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ადამიანის უფლებათ დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც რამდენიმე ნარკოტიკული საშუალების გამოთვლის წესებს ადგენს. მისი განმარტებით, ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ეს ნარკომომხმარებლების მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საშუალებას მაინც იძლევა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: