ღია სტუდია - გელათი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრობლემები
ღია სტუდია - გელათი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრობლემები

გუშინ დასრულდა გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთის ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა – განაცხადა „ღია სტუდიაში“ ბექა ბარამიძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რომელიც გელათში იმყოფება.
მისივე ცნობით, გარეგანი დათვალიერებით, ტაძრის ფრესკებს დაზიანების კვალი არ ეტყობათ, თუმცა სპეციალისტები ამ საკითხზე საკუთარ აზრს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.
ბექა ბარამიძის განცხადებით, გელათის ტაძრის რესტავრაციაზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე მოდის, რომელმაც რესტავრაციის პროცესისას შექმილი პრობლემების შესახებ 2020 წლის მარტში მიუთითა რესტავრაციის ჩამტარებელ კომპანიებს. ახლა კი ეს კომპანიები ჩამოშორდნენ სამუშაოებს.
ბექა ბარამიძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხები სრულიად საკმარისი იყო სამუშოების დასასრულებლად. მისივე ცნობით, პრობლემების მოსაგვარებლად და რესტავრაციის დასასრულებლად სახელმწიფოს დამატებითი თანხების გამოყოფა არ დაჭირდება – ხელშეკრულების შესაბამისად, ჩამოშორებული კომპანიები ვალდებულები არიან, ეს სამუშოები თავად დააფინანსონ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: