სოციალური ღია სტუდია - გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია „აგროლაბი“
სოციალური ღია სტუდია - გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია „აგროლაბი“
  • საქართველოში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია „აგროლაბი“. ფერმერთა ასოციაცის სპეციალისტის ილია კუნჭულიას თქმით, „აგროლაბის“ მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხი სუპერმარკეტებში, მაღაზიებში და აგრარულ ბაზრებში. როგორც მან აღნიშნა ახლო მომავალში ბაზარზე მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული და სერტიფიცირებული პროდუქცია მოხვდება. „აგროლაბის“დირექტორის ანა კაპანაძის თქმით, ფერმერების გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს ლაბორატორიის მომსახურებით, მათ შორის, შეძენილი პროდუქციის ვარგისიანობის გადამოწმების მიზნით.

სტუმრები: „აგროლაბის“ ლაბორატორიის დირექტორი ანა კაპანაძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: