სოციალური ღია სტუდია - ელექტრონული რეცეპტების სისტემა
სოციალური ღია სტუდია - ელექტრონული რეცეპტების სისტემა

ელექტრონული რეცეპტის სისტემის ამოქმედების შემდეგ, აპრილიდან დღემდე უკვე მილიონზე მეტი ელექტრონული რეცეპტი გატარდა და ისარგებლეს პაციენტებმა.

ოჯახის ექიმთან ვიზიტი და ელექტრონული რეცეპტის გამოწერა პაციენტებისათვის უფასოა. ელექტრონული რეცეპტის სისტემის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

აფთიაქებს და სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული სანქციებიც დაეკისრათ.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა ადამიას განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს და პაციენტებისთვის ხარისხიანი მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი.

სტუმარი: ეკა ადამია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: