ღია სტუდია - საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება
ღია სტუდია - საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება

რამდენად შესაძლებელია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა სამწუხაროდ, საქართველოში მოვლენები კვლავ „ესკალაციის“ სცენარით ვითარდება. კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, მხარეები კვლავ ყველაფერს აკეთებენ დაპირისპირების გასაძლეიერლად, რამაც შესაძლოა ქვეყანა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს. „ მოვლენების ესკალაცია მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მოულოდნელი ჩამოსვლით დაიწყო. ფაქტია, სააკაშვილი კრიზისში თავს მშვენივრად გრძნობს“ – ამბობს კანაშვილი. მისივე აზრით, კონფლიქტში მონაწილეებს შორის შექმნილი უნდობლობა რაიმე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს. ამიტომ, გიორგი კანაშვილის აზრით, მხოლოდ აშშ-ის ჩარევით იქნებოდა შესაძლებელი კონკრეტული შეთანხმების მიღწევა, რომლის დარღვევის შესაძლებლობა, შუამავლის განსაკუთრებული ავტორიტეტიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ყველაფერი გააკეთოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს. „ამისთვის შეიძლება რაიმე საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება იმ დათქმით, რომ ამაზე მხარეები შეთანხმებულები იქნებიან“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.

სტუმარი: გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: