ღია სტუდია - საქართველოში ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა და კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა
ღია სტუდია - საქართველოში ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა და კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტებს შემოიღებენ, რაც ნიშნავს, რომ არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები დაწესდება  საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სავაჭრო ცენტრებში. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა მოსაზრებით, ეს აიძულებს მათ, ვინც აქამდე თავს იკავებდა ვაქცინაციისგან, ჩაერთოს პროცესში.

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი კაკი ზოიძე სრულად იზიარებს მწვანე პასპორტების შემოღების გადაწყვეტილებას. მეტიც – ის თვლის, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

„სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები; სამასპინძლო სფეროს წარმომადგენლები – ანუ ადამიანები, ვისაც ყოველდღე ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი, აუცილებლად უნდა იყოს აცრილი“ – ამბობს აკაკი ზოიძე.

სტუმარი: აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: