სოციალური ღია სტუდია - ახალი ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი
სოციალური ღია სტუდია - ახალი ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი

გადაცემაში აღინიშნა, რომ ასეთი სამედიცინო დაწესებულების არსებობას დიდი ხანია ელოდებიან საქართველოში. ამ სამედიცინო ცენტრში მისულ პაციენტებს საშუალება ექნებათ ძვირადღირებული სამედიცინო კვლევებისთვის აღარ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, დაზოგონ სოლიდური სამგზავრო და საყოფაცხოვრებო ხარჯები და კვლევა აღნიშნულ ცენტრში ჩაიტარონ. აქვე, თბილისში გაიარონ კონსულტაცია უმაღლესი დონის გერმანელ მედიკოსებთან.

სტუმარი: გიორგი გრიგოლია, ცენტრის დირექტორი – მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: