ღია სტუდია - როგორი უნდა იყოს დეოლიგარქიის კანონი
ღია სტუდია - როგორი უნდა იყოს დეოლიგარქიის კანონი
  • დღეს პარლამენტში პირველი შეხვედრა გაიმართება უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, რომელზეც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე იმსჯელებენ. ამ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს მიიღებს. ამ 12 რეკომენდაციიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დეოლოგარქიზაციის რეკომენდაცია. ანუ საქართველომ უნდა აღმოფხვრას ის გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ დეოლოგარქიის კანონის მიღება და ამუშავება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისა და მოლდოვისთვისაც აუცილებელია, თუ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრობაზე ფიქრობენ. „სამწუხაროდ, სამივე ეს ქვეყანა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა და სპეციფიკური პრობლემების მოსაგვარებლად სპეფიციკური კანონების მიღება გვჭირდება“ – ამბობს ის. არჩილ კაიკაციშვილი შენიშნავს, რომ დეოლიგარქიის კანონი არ გულისხმობს ბრძოლას მდიდარი ადამიანების წინააღმდეგ.

სტუმარი: ახალგაზრდა ადვოკატების პრეზიდენტი, არჩილ კაიკაციშვილი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: