სოციალური ღია სტუდია - დავით ნარმანია: ტარიფები 2023 წლამდე არ გაიზრდება
სოციალური ღია სტუდია - დავით ნარმანია: ტარიფები 2023 წლამდე არ გაიზრდება
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ წყალზე, ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ტარიფები არ გაიზრდება. სემეკმა გასულ წელს დაადგინა გადასახადების მოცულობა წყალზე და ელექტროენერგიაზე. ამ ტარიფის მოქმედების ვადა სამი წელია. დავით ნარმანიას თქმით, წყალი და ელექტროენერგია არც წელს და არც მომავალ წელს არ გაძვირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გადასახადის ტარიფი ამ წლის ბოლომდე მოქმედებს. როგორი იქნება ტარიფი 2023 წლიდან, ამის შესახებ ახლო მომავალში გახდება ცნობილი. სემეკის თავმჯდომარემ ისიც განმარტა, რატომ გახდა საჭირო წყლის და ელექტროენერგიის გადასახადის ორი ქვითრის გაგზავნა მომხმარებლებისთვი.

სტუმარი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: