სოციალური ღია სტუდია - ეკატერინე დგებუაძე: არსებობს მზადყოფნა, რომ მოსწავლეები სკოლებში 4 ოქტომბერს დაბრუნდნენ
სოციალური ღია სტუდია - ეკატერინე დგებუაძე: არსებობს მზადყოფნა, რომ მოსწავლეები სკოლებში 4 ოქტომბერს დაბრუნდნენ

ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო, თუმცა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის გათვალისწინებით, არსებობს მზადყოფნა, რომ მოსწავლეები სკოლებში 4 ოქტომბერს მივიდნენ. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პედაგოგების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და სკოლების პერსონალის 58% უკვე აცრილია.

სატელეფონო ჩართვა: ეკატერინე დგებუაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: