სოციალური ღია სტუდია - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
სოციალური ღია სტუდია - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ინფიცირებულთა რაოდენობის კლება დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, ვინაიდან მომავალ კვირაში საქალაქო ტრანსპორტი განაახლებს ფუნქციონირებას – განაცხადა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებული სასწავლო წელი და თვითმმართველობის არჩევნები მობილობას და შესაბამისად რისკებს ზრდის. ოთარ ჩოკოშვილმა ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის ტემპები შეაფასა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაწყდება, როგორ უნდა მოხდეს მოზარდების ვაქცინაცია.

სტუმარი: ოთარ ჩოკოშვილი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი