სოციალური ღია სტუდია - სოციალური  საწარმოების  საქმიანობა
სოციალური ღია სტუდია - სოციალური საწარმოების საქმიანობა

როგორ ასრულებენ სოციალური საწარმოები მთავარ მისიას – ე.წ. მოწყვლადი ჯგუფებიდან ვინ ყავთ დასაქმებული. თბილისში არსებული სოციალური საწარმოს დირექტორმა მედეა კევლიშვილმა განაცხადა, რომ საწარმოში დასაქმებული ჰყავთ კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები და სექტემბრიდან ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც დაასაქმებენ. რუსთავში არსებული სოციალური საწარმო კაფუნეს დამფუძნებელი და დირექტორი ლუკა კობერიძე, აცხადებს, რომ მის საწარმოში პრობაციონერები არიან დასაქმებული. წალკის მუნიციპალიტეტიდან ჩაგვერთო სოციალური საწარმო „გუმბათის“ დამფუძნებელი და დირექტორი ციცინო გობაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საწარმო, რომელიც აჭარიდან ეკომიგრანტებმა დააფუძნეს, 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ბევრი პროექტი განახორციელეს, რომელიც არაქართულ მოსახლეობას ხელს უწყობს ინტეგრაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: