სოციალური ღია სტუდია - სოციალურ კოდექსზე მუშაობა იწყება
სოციალური ღია სტუდია - სოციალურ კოდექსზე მუშაობა იწყება

ევროკავშირის დაფინანსებით საფრანგეთის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები ქართველ კოლეგებთან ერთად „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებენ. გეგმის მიხედვით, დოკუმენტი ორი წლის განმავლობაში მომზადდება. კოდექსი სრულად მოაწესრიგებს და დაარეგულირებს სოციალური დაცვის სისტემას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში სხვა დონორებიც ჩაერთვებიან და საბიუჯეტო თანხების ხარჯვის გარეშე მივიღებთ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის აღსრულების პირობებში, ქვეყნის სოციალური სისტემა შეძლებს ქვეყნის მოქალაქეთა სათანადო მხარდაჭერას მათი სიცოცხლის ყველა ეტაპზე.

სტუმარი: თათია გვარამაძე, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: