ღია სტუდია - ნინო სამხარაძე: მსხვილი პარტიები ამომრჩეველთან საგნობრივ საუბარზე უარს ამბობენ
ღია სტუდია - ნინო სამხარაძე: მსხვილი პარტიები ამომრჩეველთან საგნობრივ საუბარზე უარს ამბობენ

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარის ნინო სამხარაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პარტია რაც უფრო მრავალრიცხოვანი და გავლენიანია, მით ნაკლებ საგნობრივად ელაპარაკება ამომრჩეველს. მისი თქმით, კვლევამ „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში” აჩვენა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს სწორედ საგნობრივი დებატები და შეტყობინებები აკლდა.
სამხარაძის განცხადებით, არჩევნებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პარტიების ქცევის კოდექსს და ლამის ხელმოწერისთანავე დაივიწყეს აღებული ვალდებულება.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: