ღია სტუდია - ანა არგანაშვილი: დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა უკვე დარღვევაა
ღია სტუდია - ანა არგანაშვილი: დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა უკვე დარღვევაა

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ პროექტის მენეჯერის ანა არგანაშვილის განცხადებით, დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობა უკვე კანონის დარღვევაა და კარგა ხანია, ამოიწურა გარდამავალი ნორმა, რომელიც ასეთ სახლებს აძლევდა მუშაობის უფლებას.
მისი თქმით, დიდი ზომის სახლები ყველა ქვეყანაში, სადაც კი ისინი არსებობდნენ და არსებობენ, ბავშვთა ინტერესების უგულებელყოფისა და მათზე ძალადობის გარემოა. შესაბამისად სახელმწიფო არასწორად და უკანონოდ ხარჯავს ფულს, როცა ასეთ სახლებს ურიცხავს.
სახელმწიფომ მიუშვა ბავშვთა დიდი ზომის სახლების პრობლემა, რამდენჯერმე გადაუვადა მათ სწორედ ბავშვთა რიცხოვნობის სტანდარტის დაცვა, რამაც დანარჩენი სტანდარტებიც მოარღვია. მე ვხედავ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვთა ისტორიებში – აცხადებს ანა არგანაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: