საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი მიმართულების მოწესრიგებას ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრება.
გადაცემის სტუმრები მიესალმებიან შსს-ს ამ ინიციატივას, რომელიც ბევრ ექსპერტთან თანამშრომლობით შემუშავდა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა არ არის საკმარისი.
საჭიროა სიჩქარის გადაჭარბების მონაცემები აისახოს ქულათა სისტემაში და დამრღვევ მძღოლს მართვის უფლების ჩამორთმევაც დაემუქროს.
სტუმარი: ირაკლი იზორია, ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა: ეკა ლალიაშვილი, ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: