სოციალური ღია სტუდია - სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება
სოციალური ღია სტუდია - სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი მიმართულების მოწესრიგებას ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გამკაცრება.

გადაცემის სტუმრები მიესალმებიან შსს-ს ამ ინიციატივას, რომელიც ბევრ ექსპერტთან თანამშრომლობით შემუშავდა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა არ არის საკმარისი.

საჭიროა სიჩქარის გადაჭარბების მონაცემები აისახოს ქულათა სისტემაში და დამრღვევ მძღოლს მართვის უფლების ჩამორთმევაც დაემუქროს.

სტუმარი: ირაკლი იზორია, ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი.

სატელეფონო ჩართვა: ეკა ლალიაშვილი, ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: