გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. დასაშვებობის საკითხს უკვე სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომელიც დღეს შეიკრიბება. სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის დარღვევა.
საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ახალარჩეული პარლამენტის სხდომა არ უნდა გაიმართოს.
„ამას მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი თავისი სარჩელით და ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. თუ პარლამენტის პირველი სხდომა მაინც გაიმართა, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებას მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით ექნება მნიშვნელობა“, – აცხადებს გოცირიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: