სოციალური ღია სტუდია - სეზონური გრიპი, მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა I 23.11.2022
გრიპი რომ მძიმე ვირუსული დაავადებაა და სიცოცხლისთვის საშიში – ეს უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
მის წინააღმდეგ საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.
გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარება 2012 წლიდან დაიწყო და ვაქცინის 5 ათასი უფასო დოზა შემოიტანა ქვეყანაში. ამჟამად ეს მონაცემი 200 ათას უფასო დოზამდეა გაზრდილი.
უფასო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის და ქვეყნის 400-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.
სტუმარი: ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: