სოციალური ღია სტუდია - საქართველოში დიაბეტის მართვის ეფექტურობისათვის
სოციალური ღია სტუდია - საქართველოში დიაბეტის მართვის ეფექტურობისათვის

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ კოვიდპანდემიის გამო გართულდა სხვა დაავადებების მკურნალობა, ხოლო რაც შეეხება დიაბეტს, სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში რა გამოწვევებია დიაბეტის მკურნალობაში, ამის გასარკვევად „ველფეარ ფაუნდეიშენმა“ კვლევა ჩაატარა. სტუმრების ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობა დიაბეტის მქონე პაციენტებში. კვლევის შედეგების გათვალისწინებით შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელთაგან უმთავრესია ონლაინ პლატფორმისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დიაბეტის ეფექტურად მართვისთვის.

სტუმრები: სიმონ გაბრიჭიძე – „ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი,

ნინო მიქავა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: