ღია სტუდია - საქართველოში კვლავ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა
ღია სტუდია - საქართველოში კვლავ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა
  • ეპიდემიოლოგები საქართველოში კოვიდ პანდემიის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ აცხადებენ. ოჯახის ექიმის თამარ გოდერიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ეს მაინც ქვეყანაში დაწყებული რესპირატორული დაავადებების ხარჯზე ხდება. ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის მომატების გარეშე, ქვეყანა მუდმივად ახალი ტალღის მოლოდინში იქნება. „დღეს ქვეყანაში არსებული რეგულაციები სრულიად საკმარისია, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“ – ამბობს თამარ გოდერიძე და ამატებს, რომ, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში მაინც იქნება შემოღებული ე.წ. კოვიდ-პასპორტები, რომელიც არავაქცინირებული პირებისთვის გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს.

სტუმარი: თამარ გოდერიძე, ასოცირებული პროფესორი, ოჯახის ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: