ღია სტუდია - 14 ოქტომბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს
ღია სტუდია - 14 ოქტომბერს თბილისში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს
  • თავისუფლების მოედანზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვამდე, ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა პერმანენტული კრიზისების პირობებში ცხოვრობს, რაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას კიდე უფრო ამცირებს. „არ არსებობს დიალოგის მცდელობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არც შიდა და არც გარე პრობლემების ირგვლიც საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად. არადა, ჩვენს ირგვლივ ბევრი ცვლილება ხდება და ქვეყანა მხოლოდ ორ ძალას შორის კრიზისის პირობებში ცხოვრობს“ – ამბობს ის. მისივე მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა სრულად მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზეა აგებული, რაც პარტიის განვითარების პერსპექტივებს ასევე ამცირებს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ირაკლი მელაშვილს აეჭვებს, ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შინაგანი ცვლილება მოახერხოს.

სტუმარი: ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: