სოციალური ღია სტუდია - გართულებული კოვიდ-ვითარება
სოციალური ღია სტუდია - გართულებული კოვიდ-ვითარება

გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ბატონმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შეხვედრებს მართავს კახეთში მოსახლეობასთან, რადგან რთველის გამო რეგიონში მობილობა და ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი. თუმცა, როგორც მან განაცხადა, ვაქცინაციის ტემპი მატულობს. უკვე ადგილობრივი ძალებით, სოფლის ექიმები წარმატებით ახორციელებენ ვაქცინაციას. მეორე სტუმარმა, ეკატერინე ხუციშვილმა გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ ასზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა გახდა აუცილებელი, თუმცა,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადად ნორმალური ვითარებაა. პედაგოგთა 70% აცრილია და ეს პროცესი გრძელდება.

სტუმრები: პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეკატერინე ხუციშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი