სოციალური ღია სტუდია - სეზონური გრიპი, მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა I 23.11.2022
სოციალური ღია სტუდია - სეზონური გრიპი, მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა I 23.11.2022

გრიპი რომ მძიმე ვირუსული დაავადებაა და სიცოცხლისთვის საშიში – ეს უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

მის წინააღმდეგ საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარება 2012 წლიდან დაიწყო და ვაქცინის 5 ათასი უფასო დოზა შემოიტანა ქვეყანაში. ამჟამად ეს მონაცემი 200 ათას უფასო დოზამდეა გაზრდილი.

უფასო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის და ქვეყნის 400-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.

სტუმარი: ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: