სოციალური ღია სტუდია - როგორ ვეხმარებით უკრაინას
სოციალური ღია სტუდია - როგორ ვეხმარებით უკრაინას

674 ათას ლარზე მეტი შეგროვდა გუშინ პირველი არხის მიერ ორგანიზებული ტელემარათონის დროს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით ეს თანხა მთლიანად გადაერიცხა უკრაინის წითელ ჯვარს.

ტელემარათონის დროს მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ყველა კუთხიდან შემოდიოდა ჩვენი თანამემამულეების წინადადებები, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელს, საკუთარი ავტომანქანებით მომსახურებას სთავაზობდნენ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თამარ ყორიაულმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ჩარჩენილი ყველა უკრაინელი ტურისტი დაბინავებულია სასტუმროებში და მათ კვებაზე, საყოფაცხოვრებო პირობებზე სახელმწიფო ზრუნავს.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თამარ ყორიაული – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოადგილე.