ღია სტუდია - რა იცვლება ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლით?
ღია სტუდია - რა იცვლება ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლით?

რესპონდენტები: გია ნოდია – ილიაუნის პროფესორი; ზვიად აბაშიძე –  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

  • გია ნოდია: „ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ძალიან მოსწონს ოპონენტების დაჭერა. ეს შეიძება პრაგმატულ სვლადაც მიაჩნდეს: მომხრეებს აჩვენებს, რომ ევროკავშირს ბოლომდე არაფერს უთმობს და კიდევ შეუძლია სხვათა დაპატიმრება. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ოცნებას მოუხდა დათმობა ამ სფეროში: ვერც ერთი ობიექტური საზომით მელიას ციხიდან გამოშვება ხელისუფლებისთვის კარგი არ არის“.
  • ზვიად აბაშიძე: „ნიკა მელიას გამოვლილმა გზამ მოუტანა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები და გმირის აურა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ის ვერ გახდება მთელი ოპოზიციის საერთო და გამოკვეთილი ლიდერი. მელია ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილობას იმ გაგებით, რომ ვერ შეძლებს ფართო მასების მობილიზაციას“.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: