ღია სტუდია - ალექსანდრე კვახაძე: დმანისში დაპირისპირება ყოფით კონფლიქტში კრიმინალების ჩართვას მოჰყვა
ღია სტუდია - ალექსანდრე კვახაძე: დმანისში დაპირისპირება ყოფით კონფლიქტში კრიმინალების ჩართვას მოჰყვა

ქვემო ქართლში ქართული და აზერბაიჯანული თემი მუდამ მშვიდობით ცხოვრობდა და გასულ კვირა დღეს კი ეს მშვიდობა დაპირისპირებამ დაარღვია.
რონდელის ფონდის მკვლევარის ალექსანდრე კვახაძის თქმით, ქვემო ქართლში ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენა აქვთ აზერბაიჯანელ და ქართველ კრიმინალებს, გავლენის სფეროები განაწილებული აქვთ და ერთმანეთს არ ეხებიან.
„16-17 მაისის შეტაკებები მოჰყვა ერთ-ერთი კლანის მოწვევას ყოფით კონფლიქტში სამართლიანობის მისაღწევად. საქართველოს ხელისუფლება ჯერდება ამ კრიმინალურ წესრიგს, არ ებრძვის მას, რასაც ემატება სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტროლი რეგიონზე. არ გაგიკვირდეთ, თუ შემოდგომაზე ისინი, ვინც ორი დღის წინ ერთმანეთს ურტყამდნენ, მოკავშირეებად იხილოთ არჩევნებზე კონკრეტული კანდიდატების მხარდასაჭერად” – აცხადებს ალექსანდრე კვახაძე.

 

  

დატოვე კომენტარი