ღია სტუდია - სამოქალაქო ომის საფრთხე ისრაელში
ღია სტუდია - სამოქალაქო ომის საფრთხე ისრაელში

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება გრძელდება – დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. თავის მხრივ, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე იერუსალიმი ოკუპაციისგან მთლიანად არ გათავისულდება.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხრიდან გაიზრდება. მისივე მოსაზრებით, თუნდაც სხვა ქვეყნების მხრიდან ჰამასის სამხედრო ფრთის შეიარაღებით დამხარების შემთხვევაში, საეჭვოა, ჰამასმა წინააღმდეგობა ისრაელის არმიას ეფექტურად გაუწიოს.
სამხედრო ჟურნალისტს საკმაოდ შემაშფოთებლად მიაჩნია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახლადაც, ისრაელის ქალაქებში დაიწყო ფიზიკური დაპირისპირებელი ებრაელებს და არაბებს შორის. „ ეს უკვე სამოქალაქო ომის ფორმას მიიღებს“ – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

სტუმარი:  ირაკლი ალადაშვილი – ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.