„საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა – სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი საგანგაშოა, 2052 წლისათვის ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება“, – განაცხადა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ.
კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო და უმოკლეს პერიოში გვექნება ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება გააუმჯობესებს დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოში.
სტუმარი: თამარ ჩიბურდანიძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ექსპერტი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე.