როგორც სტუმრებმა განაცხადეს, ტექინსპექტირების გამკაცრებული ნორმები ძალაში უნდა შევიდეს იანვრიდან.
გარდა იმისა, რომ სავალდებულო ხდება ცეცხლმქრობის და საველე აფთიაქის არსებობა ავტომანქანაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. გამონაბოლქვის დონეს და მიახლოვებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა ადმინისტრირების მისმართით და აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციამ გზებზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.
სტუმარი: გიორგი შიოლაშვილი, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის – „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა: ეკატერინე ლალიაშვილი, ექსპერტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: