ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებულებისთვის დამახასიათებელი მადისა და გემოს დროებითი დაკარგვის შემდეგ დგება დრო, როცა ისინი, შესაძლოა, გაძლიერებულ კვებაზე გადავიდნენ; როგორი საკვები უნდა მიიღოს და როგორ უნდა შეადგინოს დღის რაციონი კოვიდინფიცირებულმა ადამიანმა სახლის პირობებში მკურნალობისას? რომელი ცოცხალი ხილი და ბოსტნეულია რეკომენდებული ავადმყოფობისას, რომ ადამიანმა ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობა მიიღოს? დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე აჯობებს ვახშმობა და რომელი პროდუქტების მიღებისგან უნდა შეიკავოს თავი ავადმყოფმა იმ შემთხვევაში, თუ მას ჭარბი წონა აწუხებს?
სტუმარი – ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი შოთა ჯანჯღავა (სატელეფონო ჩართვა)