#სახლისკენ - ტრანსლაცია „ოფსაიდიდან“,ნობათი ფუტკრებისგან, „ოქროს პეპლის“ეფექტით
#სახლისკენ - ტრანსლაცია „ოფსაიდიდან“,ნობათი ფუტკრებისგან, „ოქროს პეპლის“ეფექტით
  • FM ნავიგატორი – რა გავლენას ახდენს ახალი კორონა ვირუსი არა მარტო ინფიცირებული ადამიანების ფსიქიკაზე, არამედ მათზეც, ვისაც მათთან ურთიერთობა უხდება, ან საერთოდაც დაავადებამ გვერდი აუარა? როგორ დაეხმარება ინტერნეტის მომხმარებელს პირადი მონაცემების დაცვაში სტარტაფი Inrupt, რომლის შექმნის იდეაც ინტერნეტ რესურსების ადრესაციის სისტემის (WWW) შემქმნელს, ტიმ ბერნერს ლის ეკუთვნის? რატომ გადადა 2021 წლისთვის დაგეგმილი ტურნე შინედ ო’კონორმა და რა სთხოვა თაყვანისმცემლებს თავის ტვიტერზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მუსიკოსმა? როგორ გამოააშკარავა პატრონმა GPS საყელურის დახმარებით კატა, სახელად ჯაგერი, რომელმაც სასუსნავისა და ნუგბარის მისაღებად რამდენიმე „სათადარიგო“ პატრონი გაიჩინა?
  • გავიხსენებთ დროს, როცა საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების ყურება არა თუ ინტერნეტით, ან საკაბელო არხებით, ერთადერთი, საკავშირო ცენტრალური ტელევიზითაც შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხბურთის „თავზეხელაღებული“გულშემატკივრები მნიშვნელოვანი საფეხბურთო რეპორტაჟების საყურებლად „გასაიდუმლოებულ“ ადგილებში იკრიბებოდნენ აკრძალული სიგნალის დასაჭერად და ისტორიებს, რომლებიც თამაშგარე დარჩენილი გულშემატკივრის თავგადასავლებს უკავშირდება;
  • რითია გამორჩეული ქართული თაფლი? რატომ გაიზარდა ბოლო დროს მოთხოვნა მეფუტკრეობის ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ფუტკრის რძე, ან ყვავილის მტვერი? რა ფაქტორები უშლის ხელს ქართული თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტს?
  • ოქროს პეპელა 2020 – საბავშვო ფილმების ფესტივალი ონლაინ გაიმართება; როგორ ვნახოთ ფილმები და რა ნომინაციებში იქნება მათთვის შეფასების მიცემა შესაძებელი, ან მონაწილეობის მიღება ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებსა და მასტერკლასებში?
  • აფიშა – კულტურისა და ხელოვნების სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: