#სახლისკენ - ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე
#სახლისკენ - ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე
  • ახალი თაობა: მოისმენთ, თუ რა წარმატებები მოიპოვეს თბილისის 35-ე სპორტული სკოლის საფეხბურთო გუნდებმა ტურნიტებში, რა მეთოდებით ავარჯიშებენ მწრთვნელები პატარა ფეხბურთელებს, როგორი თაობა მოდის და როგორ ისახება პანდემიის გამო შექმნილი ვითარება სკოლის სპორტულ ცხოვრებაზე;
  • საფეხბურთო სამართალი: გაიგებთ, თუ რა ვითარებაა Covid-19-ის მიერ შექმნილ რეალობაში საფეხბურთო სამართლის კუთხით, როგორია ევროპის ჩემპიონატის გადადების პერიპეტიები, რა რეკომენდაციები და რეგულაციებია დაწესებული UEFA-მიერ;
  • საქართველო ფინალშია: 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს შეხვდება.შეიტყობთ, თუ რა განწყობით ხვდებიან ამ გადამწყვეტ მატჩს ფეხბურთელები და გულშემატკივრები;
  • ფსიქოლოგების რჩევით: მუსიკალური აღლუმი ფეხბურთის მოყვარულთათვის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: