სამიდან ხუთი მაისის ჩათვლით, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა „Georgian Tourism Fair 2019“ ჩატარდება. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დამთვალიერებლები ახალ ტურისტულ მიმართულებებს, ფასდაკლებების ფესტივალს და საქართველოს ყველა კუთხეს ერთ სივრცეში იხილავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სემინარები და უორქშოფები, რომლებიც ტურიზმის და მომსახურების სფეროს შეეხება. გამოფენის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ პროექტის მენეჯერმა, თამარ კირვალიძემ ისაუბრა.