ტერორიზმი, როგორც მოვლენა, რომელიც საზოგადოების ცხოვრების დადგენილ წესზე ძალადობრივ გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად;
პოლიტიკური მოტივი, როგორც ტერორიზმის განმსაზღვრელი პირობა და ძირითადი განმასხვავებელი ჩვეულებრივი კრიმინალური ქმედებისაგან;
ტერორიზმის, როგორც ტერმინის განმარტებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობები და არაერთგვაროვანი მიდგომები;
მსოფლიოს ისტორიაში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს ტერორისტულად მოიხსენიებდა მე-19 საუკუნის რუსეთში „ნაროდნაია ვოლია“ და 2001 წლის 9 სექტემრის ტერაქტით შეცვლილი მსოფლიო ;
ტერორიზმის თანამედროვე ტენდენციები – მარტოხელა ტერორიზმი, თვითმკვლელი ტერორიზმი, ექსტრემისტული მემარჯვენე ტერორიზმი, მათი პრევენციისა და მათთან ბრძოლის სირთულეები.
სტუმარი: მარიამ თოხაძე, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის (TRC) ყოფილი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: