#სახლისკენ - ქუჩის მხატვრობა
#სახლისკენ - ქუჩის მხატვრობა

სტრიტ-არტი მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილია. მის ჟანრულ პალიტრაში ტრადიციულად შედის: გრაფფიტი (სპრეი არტი), ტრაფარეტები, სტიკერები და პლაკატები, კედლის გრანდიოზული წარწერები (მურალები), ვიდეო პროექცირება, სკულპტურული ინსტალაციები და სხვა. დღეს ეს მიმდინარეობა თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასა და ახალ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, საკმაოდ პოპუულარულია და ქუჩის ხელოვნების ფესტივალებიც კი იმართება, მაგალითად Tbilisi Mural Fest , რომელიც გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა და ჩატარდა. ამ ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ბესიკ მაზიაშვილი – ქართველი მხატვარი და მოქანდაკე, რომელიც 2012 წლიდან ბერლინში ცხოვრობს.

სტუმარი: ბესიკ მაზიაშვილი(ჩართვა ბერლინიდან)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: