#სახლისკენ - ლეგენდა წავიდა, ბრძოლა გრძელდება
#სახლისკენ - ლეგენდა წავიდა, ბრძოლა გრძელდება
  • FM ნავიგატორი – რა შეზღუდვები დაწესდება მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, როდიდან შევა ძალაში, როდემდე გაგრძელდება ახალი რეგულაციები და რა შემთხვევებში დაიშვება გამონაკლისი? რომელი უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენაა მოსალოდნელი შუა დეკემბერში და დედამიწის რომელი ადგილიდან იქნება შესაძლებელი მასზე დაკვირვება? ვინ ჯონი დეპის ნაცვლას გრინდელვალდის როლს ცნობილ ფილმში „ჯადოსნური ცხოველები“ და რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი? რატომ ფიქრობს ჯასტინ ბიბერი, რომ მისი ახალი ალბომის Changes-ის ჟანრი არ შეესაბამება იმ ნომინაციას, რომელ კატეგორიაშიც გადაწყვიტეს მისი წარდგენა Grammy Awards-ის ორგანიზატორებმა და რომელი მუსიკოსი ვერ მოხვდა ვერცერთ ნომინაციაში?
  •  აფიშა – კულტურისა და ხელოვნების სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად
  •  დიეგო მარადონასჯადოქრობას“ საფეხბურთო მოედანზე ცოტა ვინმე თუ აყენებს ეჭვქვეშ, თუმცა მისი პიროვნული თვისებები, პოლიტიკური პრეფერენციები, ცხოვრების კულტურული და სოციალური მხარეები არაერთხელ გამხდარა არაერთგვაროვანი შეფასების, ან დავის საგანი და დიდებული სპორტული კარიერის გარდა მარადონა, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენი ამიტომაც იწვევს დიდ ინტერესს;
  •  ერთად ძალადობის წინააღმდეგ – პირადი თავისუფლებისთვის, თანაბარუფლებიანი საზოგადოებისთვის და ძალადობის აღმოსაფხვრელად ბრძოლა მტკიცე, თანმიმდევრულ ძალისხმევას მოითხოვს. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი პარტნიორებთან და უფლებადამცველ აქტივისტებთან ერთად გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: