#სახლისკენ - ვინ გახდება რჩეულთა შორის რჩეული (იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოკლე სია)
#სახლისკენ - ვინ გახდება რჩეულთა შორის რჩეული (იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოკლე სია)

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა, წელს მეოთხედ გაიცემა. ჟიურიმ უკვე გამოავლინა წლევანდელი კონკურსის ფინალისტები. რომელი ავტორები და გამომცემლობები დასახელდნენ საუკეთესო პოეტური წიგნის, სამი ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისათვის საუკეთესო პროზაული წიგნის, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის (2 ასაკობრივი ჯგუფი), საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოების, საუკეთესო დებიუტის, საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნის ნომინანტებად და რატომ ვერ გამოავლინა ჟიურიმ საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციურ პროექტში ნომინანტები?!

სატელეფონო ჩართვა – ნინო ბექიშვილი, მწერალთა სახლის ლიტერატურული და სამოქალაქო განათლების პროექტების მენეჯერი, ვასო გულეური, საბავშვო მწერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: