საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 7 სექტემბერს დაიწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება. გაიხსნა „საქართველოს სიმფონიეტას“ 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით და ვერდის „რექვიემით“ დასრულდება. ფესტივალის გენერალური მენეჯერი, თეონა კახიძე ჩაერთო გადაცემას „სახლისკენ“ და განაცხადა, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას მასპინძელი ორკესტრი არაფესტივალის ფარგლებში გაემგზავრება ფრანკფურტში და წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება კონცერტს გამართავს. გერმანელი მსმენელი ორკესტრის თანხლებით ქართველ საოპერო შემსრულებლებს მოუსმენს. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო ვახტანგ კახიძე.
სატელეფონო ჩართვა: თეონა კახიძე – საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ გენერალური მენეჯერი.