#სახლისკენ - ქართველი მწერალი გერმანიაში
#სახლისკენ - ქართველი მწერალი გერმანიაში

12 თანამედროვე პოეტი ქალი, რომელიც ერთი კრებულის ირგვლივ ერთიანდება – ეს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ირმა შიოლაშვილის ნამუშევარია. ირმა მწერლობას წარმატებით უთავსებს ჟურნალისტობას და მთარგმნელობით საქმიანობას. მწერალი ამჟამად საქართველოშია და გადაცემას „სახლისკენ“ მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარმატების შესახებ ესაუბრა. ირმა პირველი ქართველია, რომელმაც გერმანულ ეთერში ქართული ენა გააჟღერა.