პიკის საათი – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა

14:01, 09.10.2018
-0:00

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით „ანბანით მოთხრობილი საქართველო“/Georgia Made by Characters/ წარდგება, რომელიც ერთიმხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორემხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.  9-14 ოქტომბერს ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება.

სატელეფონო ჩართვა ფრანკფურტიდან: გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

 

  

მსგავსი