2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნება. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით „ანბანით მოთხრობილი საქართველო“/Georgia Made by Characters/ წარდგება, რომელიც ერთიმხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორემხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება.
სატელეფონო ჩართვა ფრანკფურტიდან: გვანცა ჯობავა – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.