პიკის საათი - 19.10.2022
პიკის საათი - 19.10.2022

1) #კოლეგა – სოფიო კიკვაძე

ხმების შემგროვებელი, „თანამეგობარი“, კარგი განწყობის შემოქმედი და ადამიანი, რომელიც ირგვლივ ყველას ათბობს.

რესპონდენტი: სოფიო კიკვაძე – საქართველოს რადიოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ქუჩაში გავშლი ხალიჩას და მაინც ვითამაშებ!“

მიტოვებული სახლის ეზო, ძველი ქარხანა, სახელდახელოდ გაშლილი სეფა, ასეთია იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც 13 ოქტომბერს დაიწყო და 23-ოქტომბრის ჩათვლით დმანისის 10 სოფელში და 1 ქალაქში სპექტაკლის წარმოდგენები გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორი ახლად დაფუძნებული მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის „შეხვედრის ადგილის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის სახით შეირჩა, რომელიც დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობის, მათი შემოქმედებითი იდეების დასაფინანსებლად ალტერნატიული წყაროს გაჩენისა და დმანისში თეატრალური პროცესის გააქტიურების მიზნით გამოცხადდა.

სატელეფონო ჩართვა დმანისიდან: ლაშა ჩხვიმიანი – რეჟისორი

 

3) შვილად აყვანის პროცედურა

შვილად აყვანა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, როგორიც ბიოლოგიური მშობლის შემთხვევაში იქნებოდა.

ეს ნიშნავს ორმხრივად მოვლის, ზრუნვის და მემკვიდრეობის უფლებებს. შვილად აყვანის პროცედურაში ჩართულია მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

ასაკობრივი ზღვარია ასევე დაწესებული იმ პირებისთვის, ვისაც შვილის აყვანა აქვს გადაწყვეტილი.

რესპონდენტი: თინათინ ჭიხორია – იურისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

„პიკის საათი“ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება წარმოგიდგენთ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრათა ციკლს მე-19 საუკუნეში დაწყებულ ქალთა მოძრაობის ისტორიის ქართულ მაგალითებზე.

მარიამ მაგდალინელის თავშესაფრის თბილისის საქველმოქმედო საზოგადოება

სტუმარი: მაკა კვარაცხელია – თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის კურატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ირანში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დადებული ე.წ. უხმო პაქტი დაირღვა

„ირანს მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის საპროტესტო გამოსვლები 1979 წლის, ირანის ისლამური რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ არ ახსოვს. დღეს უკვე დაირღვა ერთ დროს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დადებული უხმო პაქტი, რაც საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო მოწყობის მიმართ ლოიალობას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებოლობას გულისხმობდა“.

სტუმარი: გიორგი სანიკიძე – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

 

6) ქართული საგამომცემლო სივრცის საერთაშორისო პერსპექტივა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

– გვანცა ჯობავას, როგორც გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პირველი ოფიციალური შეხვედრები კოლეგებთან;

– უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური მიმართვა გამომცემელთა საერთაშორისო საზოგადოებას;

სერჰი ჟადანი გერმანიის მშვიდობის პრემიის მორიგი ლაურეატი;

– ევროკავშირის სპეციალური შეთავაზება საქართველოს პენ-ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ივა ფეზუაშვილისადმი.

სატელეფონო ჩართვა ფრანკფურტიდან: გვანცა ჯობავა – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

 

7) ქართული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სატელეფონო ჩართვა ფრანკფურტიდან: თინათინ ბერიაშვილი – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: