#სახლისკენ - ვკითხულობთ უკრაინულ ლიტერატურას მთელ მსოფლიოში
#სახლისკენ - ვკითხულობთ უკრაინულ ლიტერატურას მთელ მსოფლიოში

ბერლინის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზებითა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, პენ ბერლინისა და გერმანიის პენცენტრის მხარდაჭერით, 2022 წლის 7 სექტემბერს, 18:30 საათიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო უკრაინული ლიტერატურის კითხვის საღამო კინოთეატრების, სკოლების, უნივერსიტეტების, მედიის, კულტურის ინსტიტუციებისა და ლიტერატურის ნებისმიერი მოყვარულის მონაწილეობით. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში 50-მდე ორგანიზაციაა ჩართული.

საქართველოში მისი ოფიციალური პარტნიორი იყო გამომცემლობა „ინტელექტი“, უკრაინელი ავტორების ტექსტებიდან ფრაგმენტები კი წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ წაიკითხეს;

საქართველოს რადიოს გადაცემა „სახლისკენ“ შეურთდა ღონისძიების ორგანიზატორებს და საეთერო დროის რამდენიმე წუთი დაუთმო უკრაინული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, დროებით საქართველოში მცხოვრები პოეტის, ნატალია ტროხიმის ქართული თარგმანის კითხვას.

სატელეფონო ჩართვა: გვანცა ჯობავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი და გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი, მთარგმნელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: